პროექტის დახურვა
ეს სასწავლო ვიდეო მასალა გთავაზობთ პროექტის შეუფერხებლად დახურვისთვის საჭირო პროცედურებისა და ძირითადი ეტაპების შესახებ პრაქტიკულ ინფორმაციას, რომელიც ანგარიშგების მოთხოვნების ჯეროვნად დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს:
ამ ვიდეო მასალებში, TESIM-ის ექსპერტი წარმოგიდგენთ პროექტის დახურვისთვის საჭირო პროცესებს და ყურადღებას გაამახვილებს პროექტის შეუფერხებელი დასრულებისთვის სავალდებულოდ გასათვალისწინებელ ადმინისტრაციულ, ფინანსურ და ოპერაციულ საკითხებს. პარალელურად, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ თვალი ადევნოთ პროექტის პარტნიორების – ანას, ბორისის და კარლას, მიერ საკუთარი პროექტის წარმატებულად დასრულებისთვის საჭირო ინსტრუმენტებისა და პროცედურების შემუშავების პროცესს.
პროექტის დახურვის პროცესში მხარდაჭერის აღმოსაჩენად მომზადდა ის ძირითადი დოკუმენტები, რომლებიც საბოლოო ანგარიშგების, პროექტის შეფასებისა და დოკუმენტაციის წარმოებისთვის საჭირო ინფორმაციას უზრუნველყოფენ. ქვემოთ ჩამოთვლილი თემებიდან, აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო საკითხი და გაეცანით ხელმისაწვდომ მასალებს:
ამ ნაწილში ხელმისაწვდომია პროექტის ეფექტიანი და ეფექტური დასრულების საკითხებისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრებისა და ღონისძიებებისთვის მომზადებული მასალები.
გაეცანით მასალებს